"მინდა, რომ მუნდიალი მან მოიგოს" | გიორგი ნავალოვსკი » სპორტის ხაზი

"მინდა, რომ მუნდიალი მან მოიგოს" | გიორგი ნავალოვსკი

"მინდა, რომ მუნდიალი მან მოიგოს" | გიორგი ნავალოვსკი
15-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის დინამოს განაპირა მცველი, გიორგი ნავალოვსკი სტუმრად იმყოფებოდა საფეხბურთო პოდკასტში სახელად "თამაშგარეთ", სადაც მან მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა:

"ბავშვობიდან ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ და მინდოდა მათი ტრიუმფი მენახა, თუმცა, სამწუხაროდ ნაადრევად გამოვარდნენ ტურნირიდან. ამის შემდეგ კი, მინდა, რომ ლეო მესიმ პერსონალურად მოიგოს მუნდიალი." - გიორგი ნავალოვსკი.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის გიორგი ნავალოვსკი ბათუმის დინამოში 2019 წლიდან თამაშობს და აჭარული გუნდის მაისურით ეროვნულ ლიგაში გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი