იბრაჰიმოვიჩი: "კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა" » სპორტის ხაზი

იბრაჰიმოვიჩი: "კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა"

იბრაჰიმოვიჩი: "კვარაცხელიამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა"
13-12-2022, 12:08
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომ მსოფლიო ფეხბურთის განსაკუთრებული ვარსკვლავები მოხიბლა, ეს არახალია. მათ სიას ზლატან იბრაჰიმოვიჩიც შეემატა. შვედმა La Gazzeta dello Sport-თან ინტერვიუში ქართველზეც ისაუბრა.

"ამ დროისთვის მეორე პოზიციაზე ვართ. "ნაპოლი" შესანიშნავი კლუბია, კვარაცხელია კი ის მოთამაშეა, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ახლა "იუვენტუსიც" ბრუნდება და "ინტერიც " ორივე აქტიურად არიან პროცესში ჩართულები. ამას დავუმატოთ ისიც, რომ ეს სეზონი სპეციფიურია, ზამთრის შესვენებისა და მსოფლიოს ჩემპიონატის გათვალისწინებით. ეს ჩემპიონატი უფრო პირობითი და ნაკლებად ხარისხიანი გამოვა. სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩემი დიდი გამოცდილებიდან კი ვიტყვი, რომ ყოველთვის გადამწყვეტი სეზონის მეორე ნაწილია"- თქვა ზლატანმა.

კვარაცხელიამ ნეაპოლური კლუბის მაისურით ყველა ტურნირის 17 ოფიციალურ მატჩში ითამაშა, 8-8 გოლი და საგოლე პასი მიითვალა და 3-ჯერ პენალტი გამოიმუშავა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი