რონალდო : "თვალთმაქცი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ არგენტინის ჩემპიონობით ბედნიერი ვიქნები" » სპორტის ხაზი

რონალდო : "თვალთმაქცი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ არგენტინის ჩემპიონობით ბედნიერი ვიქნები"

რონალდო :  "თვალთმაქცი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ არგენტინის ჩემპიონობით ბედნიერი ვიქნები"
13-12-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიელმა რონალდომ უცხოურ მედიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ სურს, არგენტინის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონობა იხილოს.

"მთელი ბრაზილიის სახელით პასუხის გაცემა არ შემიძლია, მხოლოდ ჩემი სახელით ვიტყვი, რომ რასაკვირველია, გამიხარდება თუ მესი მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებს. თუმცა, თქვენ იცით ბრაზილიასა და არგენტინას შორის დიდი მეტოქეობა არსებობს, ამიტომ, თვალთმაქცი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ არგენტინის ჩემპიონობით ბედნიერი ვიქნები.

არგენტინა არ თამაშობს დიდებულ ფეხბურთს, მაგრამ წარმოუდგენელი სურვილი ჩანს, ყველა ბევრს დარბის, ყველა აგრესიულია და ჰყავთ მესი, რომელიც საჯარიმოს როცა უახლოვდება, ძალიან სახიფათოა." - თქვა ლეგენდალურმა ფეხბურთელმა.


შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 13 დეკემბერს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება და მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი