უელსის დამარცხებით ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდებიან » სპორტის ხაზი

უელსის დამარცხებით ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდებიან

უელსის დამარცხებით ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდებიან
20-11-2022, 17:45
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 19 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსს კარდიფში ეწვია და ადგილობრივი გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 12:13 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებმა 2022 წელს ექვსი ერის წარმომადგენელ ქვეყნებთან გამარჯვება ორჯერ მოიპოვეს, ჯერ იტალიასთან, შემდეგ კი უელსთან.

ცხადია, ასეთი დონის ტესტ-მატჩის მოგება მსოფლიო რაგბის რეიტინგზეც აისახება, რის გამოც საქართველო ძალთა თანაფარდობაში დაწინაურდება. უელსთან მოგებამდე, ჩვენს გუნდს 73.19 ქულა ჰქონდა, ხოლო მოგების შემდეგ ბორჯღალოსნებს 75.19 ქულა გაუხდათ, რის გამოც ჩვენი გუნდი მე-14 პოზიციიდან ერთი ადგილით წინ წაიწევს.

ამ მომენტისთვის, მსოფლიო რაგბის მე-13 ადგილზე ფიჯის ნაკრები იმყოფება. ამდენად, გუნდი, რომელსაც საქართველო ერთი ადგილით დააქვეითებს სწორედ ფიჯი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი