Corriere dello Sport : 'ლურჯი ძმების დუეტი 200 მილიონი ევრო ღირს' » სპორტის ხაზი

Corriere dello Sport : 'ლურჯი ძმების დუეტი 200 მილიონი ევრო ღირს'

Corriere dello Sport : 'ლურჯი ძმების დუეტი 200 მილიონი ევრო ღირს'
26-12-2022, 16:45
Aa Aa
გაზიარება:

'ნაპოლის' თავდამსხმელთა დუეტის, ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის თამაშით მთელი საფეხბურთო სამყარო გაუგნებული და აღფრთოვანებულია, ამიტომ მათ მიმართ ინტერესს უფრო და უფრო მეტი კლუბი იჩენს. ამის შესახებ ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი წერს.

„აურელიო დე ლაურენტისის ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგაში 6 მატჩიდან 5 მოიგო, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ფრანკფურტის აინტრახტს დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი კი სეზონის ამ მონაკვეთის გმირები არიან და ყველას აჩვენეს, თუ რამდენად სახიფათოები შეიძლება იყვნენ. ისინი დღევანდელი ნაპოლის სახეს წარმოადგენენ, მათ ტიტულები სწყურიათ. ეს დუეტი ამ სეზონში შესანიშნავად თამაშობს. ლუჩანო სპალეტიმ მშვენივრად მოახერხა მათი გუნდთან შეთამაშება, მწვრთნელმა ხელი შეუწყო მათ ტაქტიკურად ზრდასა და ჩამოყალიბებას“ – წერს იტალიური გამოცემა.

Corriere dello Sport : 'ლურჯი ძმების დუეტი 200 მილიონი ევრო ღირს'

ხვიჩას და ოსიმენის დუეტი გამორჩეულია.

აღსანიშნავია, რომ Corriere dello Sport-მა ოსიმენისა და კვარაცხელიას დუეტს „ლურჯი ძმები“ უწოდა - "ნეაპოლელთა რიგებში ყველაზე მეტი, 15 გოლი, ​კვარაცხელიასა და ისიმენის დუეტის ანგარიშზეა. შემთხვევითი არ არის, რომ სპალეტის გუნდს სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აქვს.

აურელიო დე ლაურენტისმა ოსიმენის ტრანსფერი 100 მილიონ ევროდ შეაფასა, ამავე მაჩვენებელს უახლოვდება კვარაცხელიაც. ეს არ არის გაზვიადებული ციფრები, ეს არის შეფასება, რომელიც დაკავშირებულია მათ თვისებებთან, ტალანტთან და ასაკთან: ოსიმენი ​29 დეკემბერს 24 წლის გახდება, კვარაცხელია კი 12 თებერვალს – 22 წლის." – წერს იტალიური გამოცემა.




ავტორი - მერაბ მამულაშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.