დავით ნინიაშვილი დაფრინავს - (VIDEO) ქართველის დუბლი "ფრანსესთან" » სპორტის ხაზი

დავით ნინიაშვილი დაფრინავს - (VIDEO) ქართველის დუბლი "ფრანსესთან"

დავით ნინიაშვილი დაფრინავს - (VIDEO) ქართველის დუბლი "ფრანსესთან"
25-09-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

დავით ნინიაშვილისა და ბექა საღინაძის "ლიონმა" TOP 14-ის მე-4 ტურში გიორგი მელიქიძის სტად "ფრანსეს" უმასპინძლა და მეტოქეს 31:27 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში გამორჩეული მორაგბე დავით ნინიაშვილი იყო, რომელმაც ჯერ მატჩის პირველივე წუთებზე ლელო დადო, ხოლო შემდეგ, კიდევ ერთი ბრწყინვალე გაჭრა შემოგვთავაზა და საკუთარი მონაგარი ორ ლელომდე გაზარდა.

რაც შეეხება ბექა საღინაძეს, მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ხოლო გიორგი მელიქიძე მოედანზე ცვლილებიდან შემოვიდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ "ლიონი" მომდევნო შეხვედრას "კლერმონის" წინააღმდეგ გამართავს.

იხილეთ 20 წლის უკანა ხაზელის ორივე ლელო:

ვიდეო - (Europop)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი