დელ პიერო: “კვარაცხელიას ეს მნიშვნელოვანი თვისება აქვს” » სპორტის ხაზი

დელ პიერო: “კვარაცხელიას ეს მნიშვნელოვანი თვისება აქვს”

დელ პიერო: “კვარაცხელიას ეს მნიშვნელოვანი თვისება აქვს”
16-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მოთამაშემ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ Sky Sports-თან ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “ბებერი ქალბატონის” ექს კაპიტანი ამჟამად საფეხბურთო ანალიტიკითაა დაკავებული.

“ვფიქრობ, რომ მისი ტექნიკური უნარების გარდა, ეს ბიჭი ავლენს ერთ ფუნდამენტურ თვისებას, როგორიცა სურვილი და ვნება.

ატალანტასთან შეხვედრისას სწორედ ეს დავინახე. სურვილი იმისა, რომ აჩვენოს ის, რაც შეუძლია და ამას ბუნებრივად აკეთებს.

მისი თამაშის მანერა გვიჩვენებს თავდადების სურვილსაც, აჩვენოს თავისი თამაში გუნდში, რომელიც დღეს ბრწყინვალეა” - ასე ფიქრობ ლეგენდარული ალესანდრო ხვიჩაზე.

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა “პარტენოპეის” მაისურით 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 13 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი