სპალეტი: “ეს ისტორიული შედეგია” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “ეს ისტორიული შედეგია”

სპალეტი: “ეს ისტორიული შედეგია”
16-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

“ნაპოლი” არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე. “პარტენოპეიმ” მერვედფინალში ფრანკფურტის “აინტრახტი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

“ეს ისტორიული შედეგია კლუბისთვის, გუნდისთვის და ჩვენი ტიფოზებისთვის. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, რაც დავგეგმეთ, არაფერი დავთმეთ. აინტრახტი ცდილობდა მოედნის ცენტრში სიმჭიდროვე მოეპოვებინა და მათთან თამაში ადვილი არ იყო. მე-2 ტაიმში ოსიმენის გოლის შემდეგ უკეთ ვითამაშეთ, მეტი გამოსავალი ვიპოვეთ და თამაშს ვაკონტროლებდით.

თუ ისტორიაში არასდროს ვიყავით ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასული და ახლა ეს შევძელით, ნიშნავს, რომ დიდებული და დამსახურებული შედეგია. ახლა ამ მომენტით ვტკბებით, შემდეგ კი ამავე მენტალიტეტით უნდა გავაგრძელოთ” - განაცხადა სამხრეთიტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდგომ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი