VIDEO: "ნაპოლი" კოპა იტალიას დაემშვიდობა - ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება პარტენოპეის რიგებიდან? » სპორტის ხაზი

VIDEO: "ნაპოლი" კოპა იტალიას დაემშვიდობა - ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება პარტენოპეის რიგებიდან?

VIDEO: "ნაპოლი" კოპა იტალიას დაემშვიდობა - ვინ მიიღო ყველაზე მაღალი შეფასება პარტენოპეის რიგებიდან?
18-01-2023, 02:57
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულა კოპა იტალიის 1/8 ფინალური შეხვედრა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზესთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.

ბევრისთვის გასაკვირად შეხვედრის სტარტზე უპირატესობა "კრემონეზემ" მოიპოვა, რასაც მე-18 წუთზე პარტენოპეის კარში ჩარლზ პიკელის გოლი მოყვა. ამის შემდეგ, სპალეტის ბიჭები გააქტიურდნენ, სადავეები ხელთ აიღეს. 33-ე წუთზე ანგარიში ჟუან ჟესუსმა გაათანაბრა, ხოლო მალევე (36-ე) წუთზე ჯოვანი სიმეონემ იტალიური კლუბი წინ გაიყვანა.

დაძაბული გამოდგა შეხვედრის ბოლო წუთები - მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ლუკა ძანიმაკიმ "კრემოზეს" ერთ-ერთი ბოლო შეტევა დაიწყო, საჯარიმოში ჩააწოდა, რასაც 19 წლის ფეხბურთელი ფელიქს აფენა-გიანი გამოეხმაურა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. დამატებით დროში გოლი ვერ ვიხილეთ, ამიტომ პენალტების სერია დაინიშნა.

დაძაბული გამოდგა თერთმეტმეტრიანების სერია - ორივე გუნდის მხარეს ფეხბურთელები პენალტებს ზუსტად ასრულებდნენ, თუმცა ლობოტკამ, რომელიც პენალტის დასარტყმელად მივიდა ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოაქცია და "კრემონეზეს" უპიარეტოსობა მოუპოვა. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი ფელიქს აფენა-გიანიმ შეასრულა, რომელმაც მერეტის იდეალურად დაურტყა და გუნდი მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.

მატჩის დასრულების შემდეგ, Sofascore-მა ჩვეულებისამებრ ფეხბურთელები ჩატარებული მატჩის მიხედვით შეაფასა. "ნაპოლის" რიგებში ამ ხრივ გამორჩეული გუნდის ცენტალური-მცველი ჟუან ჟესუსი იყო, რომელმაც პარტენოპეის რიგებში ყველაზე მაღალი შეფასება (7.9) ქულა დაიმსახურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი