სრული დომინაცია | რა შეფასებები დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას? » სპორტის ხაზი

სრული დომინაცია | რა შეფასებები დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას?

სრული დომინაცია | რა შეფასებები დაუწერეს ხვიჩა კვარაცხელიას?
14-01-2023, 01:35
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წამის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის პირველი შეხვედრა, სადაც ნაპოლიმ იუვენტუსი 5:1 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ამავე თამაშში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რასაც გატანილი გოლიც დაურთო. გარდა ამისა, კვარამ არაერთი ლამაზი მომენტი შემოგვთავაზა, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ქართველი დიდ სცენას დაუბრუნდა!

რაც შეეხება კვარაცხელიას შეფასებას, ქართველი Whoscored-მა 9.9 სარეიტინგო ქულით, ხოლო Sofascore-მ 9.2-ით შეაფასა. ეს იყო შეხვედრა, რომელიც ხვიჩას გულშემატკივრებსა და კრიტიკოსებს ძალიან დიდი ხანი ემახსოვრებათ!

ცნობისთვის, ამ მოგებით ნაპოლი იტალიის სერია A-ში 47 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მდევარ იუვენტუსს მთელი 10 ქულით უსწრებს!

ლუჩანო სპალეტი და მისი ბიჭები მომდევნო შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზეს წინააღმდეგ 18 იანვარს, კოპა იტალიაზე 00:00 საათზე გამართავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი