ცნობილია: როდის დაბრუნდება გიგა ჭიკაძე ოქდაგონზე და ვის წინააღმდეგ გამართავს "ნინძა" ბრძოლას » სპორტის ხაზი

ცნობილია: როდის დაბრუნდება გიგა ჭიკაძე ოქდაგონზე და ვის წინააღმდეგ გამართავს "ნინძა" ბრძოლას

ცნობილია: როდის დაბრუნდება გიგა ჭიკაძე ოქდაგონზე და ვის წინააღმდეგ გამართავს "ნინძა" ბრძოლას
11-01-2023, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

Kings MMA-ის მწვრთნელმა, რაფაელ კორდეირომ ქართველი მებრძოლის გიგა ჭიკაძის ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა და სავარაუდო თარიღიც დაასახელა.

"გიგას ბოლო 8 თვეში 4 ოპერაცია ჩაუტარდა სახეზე, ხელზე, იდაყვზე და ცხვირზე, თუმცა ის ახლა თავს კარგად გრძნობს და 100 პროცენტით მზად არის დასაბრუნებლად. გიგა სავარაუდოდ აპრილში დაბრუნდება და სოდიქ იუსუფს დაუპირისპირდება, რომელთანაც 17 სექტემბერს უნდა ეჩხუბა, თუმცა ის მატჩი გადაიდო."

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოლოს ოქტაგონზე 2022 წლის იანვარში ვიხილეთ, სადაც ქართველი კელვინ კატარს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. "ნინძას" ანგარიშზე ამ ეტაპზე 7 მოგება და 1 წაგებაა.

რაც შეეხება ქართველი სპორტსმენის სავარაუდო მეტოქეს სოდიქ იუსუფს, 29 წლის მებრძოლს კარიერაში 15 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან მარცხი მხოლოდ 2-ჯერ განიცადა. იგი ქვემსუბუქი წონის top 15-ის წევრია და რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი