მას შემდეგ რაც “ლივერპული” “ბრენტფორდთან” დამარცხდა, გულშემატკივარმა დარვინ ნუნიესი მკაცრად გააკრიტიკა და ფეხბურთელს დასცინა. ურუგვაელს არამხოლოდ ქომაგებმა, ცნობილმა პიცერიამაც გააკრიტიკა.
მას შემდეგ, რაც ზაფხულში ინგლისელებმა დარვინი “ბენფიკადან” 85 მილიონ ფუნტად გადმოიბირეს, მის მიმართ დიდი მოლოდინი იყო, თუმცა ურუგვაელი შემტევი ჯერ-ჯერობით ავანსებს ვერ ამართლებს. დარვინს დამაგვირგვინებელ მომენტებში სწორად თამაში უჭირს.