"ამის სწორი განცხადებები არ იქნება" | ქართველი კომენტატორი ხვიჩას ჩაწერილ ვიდეოს გამოეხმაურა » სპორტის ხაზი

"ამის სწორი განცხადებები არ იქნება" | ქართველი კომენტატორი ხვიჩას ჩაწერილ ვიდეოს გამოეხმაურა

"ამის სწორი განცხადებები არ იქნება" | ქართველი კომენტატორი ხვიჩას ჩაწერილ ვიდეოს გამოეხმაურა
29-12-2022, 00:55
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე საათის წინ, ქართულმა იუთუბ გვერდმა, კერძოდ Geo Team-მა საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

აღნიშნულ კადრებში ხვიჩა საქართველოს პატრიარქს, ილია II-ს მიმართავს და მას დაბადების დღეს ულოცავს. საგულისხმოა, რომ ქართველი ფეხბურთელის ვიდეოს სპორტული კომენტატორი, გიორგი კაკაბაძე გამოეხმაურა:

"ნეტა ეს ბიჭი არ დავღუპოთ და მეტი არაფერი მინდა. მიიხედეს-მოიხედეს, მთელი ქვეყანა ამაზე საუბრობსო, "ელიტამ" არ მიულოცაო, ცოტა ლაპარაკი იყოო და ვიდეოც გამოცხვა. პროპაგანდა ინ ექშენ. ეს ბიჭი/ბავშვი წინააღმდეგ წამსვლელი ვერ და არ არის. იქით ის კაცი ეუბნება წალენჯიხაში და ყველგან ეკლესიები ავაშენოთო (გვაკლია). განახლდეს მალე სეზონი და დაანებოს ყველამ თავი."

"ბავშვი, ანუ საფეხბურთო გაგებით. ეს ცუდი ჩვევა გვაქვს კი, ყველას ბავშვს ვეძახით. ტიპაჟიც ასეთია.. პატარაა რა ჯერ. ამის სწორი განცხადებები არ იქნება, არ დაელოდოთ, მინიმუმ 10 წელი მაინც. ზოგადად, სპორტსმენების უმეტესობის ხედვა, ინტელექტი და ა.შ. ეს უცხოელებსაც ეხებათ, მაგრამ ესეც შედარებითია." - დაწერა გიორგი კაკაბაძემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი