მარჯვენა ბარძაყზე დისკომფორტს გრძნობს - მესის ნაკრებთანე ერთად არ უვარჯიშია » სპორტის ხაზი

მარჯვენა ბარძაყზე დისკომფორტს გრძნობს - მესის ნაკრებთანე ერთად არ უვარჯიშია

მარჯვენა ბარძაყზე დისკომფორტს გრძნობს  - მესის ნაკრებთანე ერთად არ უვარჯიშია
15-12-2022, 23:36
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის კულმინაციამდე ორი დღით ადრე არგენტინის ნაკრებმა ვარჯიში გამართა, თუმცა ნაკრების ლიდერს, ლეო მესის გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

"თავდამსხმელმა დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიიღო. მოედანზე ხორვატიასთან უთამაშებელი ან ცვლილებაზე შემოსული ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ, სასტარტოს წევრებმა კი სატრენაჟორო დარბაზში იმყოფებოდნენ.

ვარჯიშის მიწურულს ძირითადი თერთმეტეულიც მოედანზე გავიდა, თუმცა მესი არ გამოჩენილა. პირველადი ვარაუდით, მას მარჯვენა ბარძაყის ზედა ნაწილის დისკომფორტი აქვს, რომელიც მან ხორვატებთან მატჩის მსვლელობისას იგრძნო."


ჯერჯერობით ტრამვის სიმძიმე ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა როგორც MARCA იტყობინება მედიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 35 წლის ფეხბურთელი მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 'პსჟ' - ს შემტევს მუნდიალის ფინალში აქამდეც უთამაშია, თუმცა ის შეხვედრა არგენტინის ნაკრების დამარცხებით დასრულდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი