'ბაიერნმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი გაიფორმა' - Transfermarkt-მა ახალგაზრდა ნახევარმცველს სტატია მიუძღვნა » სპორტის ხაზი

'ბაიერნმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი გაიფორმა' - Transfermarkt-მა ახალგაზრდა ნახევარმცველს სტატია მიუძღვნა

'ბაიერნმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი გაიფორმა' - Transfermarkt-მა ახალგაზრდა ნახევარმცველს სტატია მიუძღვნა
14-12-2022, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

Transfermarkt-მა ახალგაზრდა ნახევარმცველს ლუკა პარკაძეს სტატია მიუძღვნა, სადაც მის საფეხბურთო კარიერაზე და ნახევარმცველის დადებით თვისებებზე ისაუბრა.

"ბაიერნის ახალი შენაძენი ბუნდესლიგაში ქართველთა ტრადიციას აგრძელებს"

2000-იანი წლების დასაწყისში ბუნდესლიგას რამდენიმე გამორჩეული ქართველი ფეხუბრთელი ჰყავდა : ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი და გიორგი კიკნაძე. თუმცა, მას შემდეგ რაც კობიაშვილმა 'ჰერტა' დატოვა, ბუნდესლიგა კავკასიის რეგიონის ახალ წარმომადგენელს ელოდა. რამდენიმე თვის წინ კი 'ბაიერნმა' ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელი დაიმატა, რითიც ეს ლოდინი დასრულდა.

'ბაიერნმა ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი გაიფორმა' - Transfermarkt-მა ახალგაზრდა ნახევარმცველს სტატია მიუძღვნა

ლუკა დინამო 'თბილისის' აკადემიაში ირიცხებოდა

ლუკა თავის შესაძლებლობებს კარგად მაშინ ავლენს, როცა ბურთ აქვს. ის ტექნიკურია და მისი სისწრაფე საშუალებას აძლევს პრესინგი კარგად ითამაშოს. პირველ 4 შეხვედრაში სწორედ მისი სისწრაფის გამოსაცდელად იგი ფლანგზე ათამაშეს - მართალია ლუკას საგოლე მოქმედება არ მიუწერია, თუმცა მოწინააღმდეგეს პარკაძის მესვაურობისას სერიოზული პრობლემები შეექმნა. პარკაძე საყოველთაოდა აღიარებულ და ნიჭიერ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას გვაგონებს, რომელიც დინამო თბილისიდან მოდის და დღესდღეობით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული შემტევია.


ლუკა ბაიერნს რამდენიმე თვის წინ შეუერთდა

"მან ჩვენზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ამიტომ, მადლობას ვუხდით დინამო თბილისს და ფეხბურთელის აგენტს, გურამ კაჭახიძეს, რომ მისი გაფორმება შევძელით." - განაცხადა 'ბაიერნის' საფეხბურთო აკადემიის მენეჯერმა, იოხენ ზაუერმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი