სკალონი: "წინ კიდევ ერთი ნაბიჯია" » სპორტის ხაზი

სკალონი: "წინ კიდევ ერთი ნაბიჯია"

სკალონი: "წინ კიდევ ერთი ნაბიჯია"
14-12-2022, 10:05
Aa Aa
გაზიარება:

ხორვატიასთან ნახევარფინალურ მატჩში გამარჯვების შემდგომ არგენტინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ მედიასთან ისაუბრა და მატჩი შეაფასა:

“ჩვენ ვზეიმობთ, რადგან ეს რაღაც ძალიან ამაღელვებელია, მაგრამ ჯერ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი რჩება. სიამოვნების დროა, მაგრამ უკვე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც წინ გველოდება.

პირველ წუთებში მათ ბურთის ფლობაში უპირატესობა აიღეს, ვიცოდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. მათი ნახევარდაცვა ძალიან რთული გასარღვევია საიმისოდ, რომ გოლის გატანა მოახერხო. ჩვენ გვესმოდა, რომ რთული მატჩი გველოდა. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.

ვცდილობ, რომ გუნდმა მღელვარება არ იგრძნოს. მე ვარ ნებისმიერი არგენტინელის საოცნებო ადგილას. როდესაც შენ წარმოადგენ შენს ქვეყანას, შეუძლებელია არ გააკეთო ის, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ.

ზოგჯერ ვფიქრობ, ამას იმიტომ ვამბობთ, რომ არგენტინელები ვართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ლიონელ მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა. ვფიქრობ, რომ იგი თავისი თანაგუნდელების მოტივირებას ახერხებს.


ალვარესის თამაში ძალიან კარგი იყო, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან ორი გოლი გაიტანა, არამედ იმიტომაც, რომ მან დიდი უპირატესობა მოგვცა ხორვატ ნახევარმცველებთან. მას შესანიშნავი სტილი აქვს.

ვფიქრობ, ამ მატჩზე უკეთესი თამაშები ვითამაშეთ. მეტოქის ხარისხი აძლიერებს გამარჯვების მნიშვნელობას. ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არ არის, სწორედ ამიტომაც არიან ისინი მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონები."

არგენტინის მეტოქე დღეს, 23:00-ზე მაროკოსა და საფრანგეთის მატჩში გაირკვევა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი