ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი - ქართული ფეხბურთის აღზევება » სპორტის ხაზი

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი - ქართული ფეხბურთის აღზევება

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი - ქართული ფეხბურთის აღზევება
26-12-2022, 16:15
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გამოცემის Footballparadise.com-ის ჟურნალისტი რაფაელ ადელუგბა ქართველი ფეხბურთელების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"ქართული ფეხბურთი საფეხბურთო რუკაზე ყველაზე ცნობილი ადგილი არ ყოფილა. თუმცა, ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ბოლოდროინდელმა თამაშებმა საფეხბურთო სამყარო გაანათა და ქართული ფეხუბრთის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს იმას, თუ როგორ ტალანტებს ჩუქნის საქართველო ევროპას.

საქართველოს ჩემპიონატის დონე არც ისე მაღალია, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა ასპარეზობა სწორედ მშობლიურ ლიგაში დაიწყეს. ქვეყნის დედაქალაქის კლუბი, თბილისის დინამო, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იყო, ამას 1981 წელს მოგებული უეფას თასების მფლობელთა თასიც გვიდასტურებს. დინამო ერთადერთი ქართული კლუბია, რომელმაც ევროპული თასი მოიპოვა.

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი - ქართული ფეხბურთის აღზევება

დინამომ ევროპული თასი 1981 წელს მოიგო

მიუხედავად წარმატებული წარსულისა, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, საქართველოს არასდროს მიუღია მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე. 2020 წელს მათ სულ ცოტა დააკლდათ - საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ სამწუხარო მარცხი განიცადა. შიდა დონეზე ეროვნული ლიგა სრულად შეიცვალა, გუნდების რაოდენობა ათამდე შემცირდა, რაც საფეხბურთო თვალსაზრისით გუნდებს უფრო კონკურენტუნარიანად აქცევს, თუმცა ხარისხის ნაკლებობა მაინც შესამჩნევია. ფინანსური შესაძლებლობების არქონამ, პანდემიამ, ხარისხიანი ლეგიონერების ჩამოყვანა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად აქცია.

საქართველო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლოა, თბილისის დინამოს აკადემია, სადაც არაერთი ტალანტი იბადება. ყველაზე ახლო წარსულიდან შეგვიძლია ლუკა პარკაძე და გაბრიელ სიგუა გავიხსენოთ. ასევე, საბურთალოს აღზრდილი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც ახლახან შახტარს შეუერთდა. ქართველებს აქვთ იმედი, რომ ახალი ხვიჩა კვარაცხელია მალე გამოჩნდება.



კვარაცხელია 'ნაპოლის' ერთ-ერთი მთავარი ლიდერია

რაც შეეხება ხვიჩას, 21 წლის შემტევის ბოლოდროინდელმა გაბრწყინებამ ქართული ფეხბურთი გამოაცოცხლა. . საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ მათი მიზანი და პრიორიტეტი ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობაა. საქართველო ყველაზე მდიდარი ქვეყნების სიას ნამდვილად არ მიეკუთვნება და ჯერ კიდევ განვითარებადი სახელმწიფოს სტატუსს ატარებს. რა თქმა უნდა, მათი მომავალი პერსპექტიულად გამოიყურება, მაგრამ თუ სიტყვის შესრულებას და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას აპირებენ, ამისთვის დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ." - ვკითხულობთ სტატიაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი