'ნაპოლი' მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - სად და რომელ საათზე ითამაშებს პარტენოპეი? » სპორტის ხაზი

'ნაპოლი' მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - სად და რომელ საათზე ითამაშებს პარტენოპეი?

'ნაპოლი' მეორე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - სად და რომელ საათზე ითამაშებს პარტენოპეი?
11-12-2022, 17:03
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 11 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე ხვიჩა კვარაცხელია და მისი 'ნაპოლი' მეორე ამხანაგურ შეხვედრას 'კრისტალ პალასის' წინააღმდეგ გამართავს.

როგორც გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისას, კერძოდ ლივერპულის წინააღმდეგ ხვიჩამ წელის ტრავმა მიიღო, რის გამოც ქართველი ფეხბურთელი მინდორზე დიდი ხანია აღარ გამოჩენილა. იმ ტრამვის შემდეგ ხვიჩა პირველად მოედანზე 'ანტალიასპორთან' ვიხილეთ, სადაც 21 წლის შემტევმა საგოლე მოქმედება ვერ განახორციელა, თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო.

რამდენიმე საათში კი სპალეტის ბიჭები 'არწივებს' შეხვდებიან და ამ მატჩის შემდეგ ნეაპოლში დაბრუნდებიან, რათა სეზონის განახლებას ფიზიკურად კარგ კონდიციებში შეხვდნენ.

რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მისი პირდაპირი რეპორტაჟი გოოოოოლ.ორგ-სა და კ24.ლაივბოლ.ცც-ზე იქნება (საძიებო სისტემაში ლათინური ასოებით).

ამ შეხვედრის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის ნახვა ჩვენს საიტზე შეგეძლებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი