"ჩვენი ყველას უნდა ეშინოდეს, მათ შორის საფრანგეთს" | დეკლან რაისი » სპორტის ხაზი

"ჩვენი ყველას უნდა ეშინოდეს, მათ შორის საფრანგეთს" | დეკლან რაისი

"ჩვენი ყველას უნდა ეშინოდეს, მათ შორის საფრანგეთს" | დეკლან რაისი
5-12-2022, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ, გარეთ საუთგეიტის ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში ალიუ სისეს სენეგალი უპრობლემოდ, 3-0 დაამარცხა და 1/4 ფინალში კვალიფიცირდა, სადაც ისინი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

მართლაც, ბრიტანელებმა აფრიკელები ძალიან დამაჯერებლად დაამარცხეს, რის გამოც დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ფორმაციის ინგლისის ნაკრებს 1966 წლის შემდეგ, პირველი ტიტულის მოგება ნამდვილად შეუძლია. მიუხედავად ამისა, ვესთ ჰემის ნახევარმცველს, დეკლან რაისს მიაჩნია, რომ მათი ძალები გულშემატკივართა მასშტაბით ადეკვატურად არ ფასდება:

"ჩემი აზრით, ჩვენი თამაშიდან გამომდინარე, იმ დამოკიდებულებასა და შეფასებას არ ვიღებთ, რასაც ნამდვილად ვიმსახურებთ. თქვენ ნახეთ, თუ როგორ შეაქეს როგორც არგენტინა, ისე ნიდერლანდები, როდესაც მათ თავიანთი შეხვედრები მოიგეს, თუმცა ანალოგიური ინგლისის შესახებ არავის უთქვამს. ვფიქრობ, ინგლისი ისე თამაშობს, რომ ჩვენი აბსოლუტურად ყველას უნდა ეშინოდეს. ის მატჩები, რომლებიც მუნდიალზე გავმართეთ საუკეთესოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაშინ, როდესაც გოლი გაგვაქვს, ჩვენს რეალურ ძალებს ვაჩვენებთ, რის გაკეთებასაც 1/4 ფინალშიც ვაპირებთ. ვფიქრობ, საფრანგეთთან ძალიან მაგარი და დასამახსოვრებელი მატჩი უნდა გამოვიდეს." - დეკლან რაისი.

ცნობისთვის, ინგლისისა და საფრანგეთის დაპირისპირება 10 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი