ბრაზილიას ჯესუსი გამოაკლდა - კიდევ ერთი ფეხბურთელის თამაში საეჭვოა » სპორტის ხაზი

ბრაზილიას ჯესუსი გამოაკლდა - კიდევ ერთი ფეხბურთელის თამაში საეჭვოა

ბრაზილიას ჯესუსი გამოაკლდა - კიდევ ერთი ფეხბურთელის თამაში საეჭვოა
3-12-2022, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის G ჯგუფის ბოლო შეხვედრა გაიამართა, სადაც კამერუნის ერონვულმა ნაკრებმა ბრაზილია ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ამ შეხვედრაში მოედანი ტრამვის გამო ჯერ ალექს ტელესმა დატოვა, ხოლო შემდეგ გაბრიელ ჯესუსის დისკომფორტის გამო ტიტეს მორიგი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია.

რამდენიმე წუთის წინ კი ამ ორ ფეხბურთელზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა და როგორც ცნობილი გახდა ვერც ჯესუსი და ვერც ტელეში ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილ შეხვედრებში ვერ დაეხმარებიან.

ტრამვირებულების სია კი სელესაოს რიგებში კიდევ უფრო გაიაზარდა - გაბრიელ ჯესუსი ; ალექს ტელეში ; დანილო ; ალექსანდრო და ნეიმარი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ სტადიაზე სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.