'ეს ყველაფერი ამ ბიჭს ახასიათებს, ის ძალაინ მაგარია' - ლუჩანო სპალეტი 'ნაპოლის' ფეხბურთელზე საუბრობს » სპორტის ხაზი

'ეს ყველაფერი ამ ბიჭს ახასიათებს, ის ძალაინ მაგარია' - ლუჩანო სპალეტი 'ნაპოლის' ფეხბურთელზე საუბრობს

'ეს ყველაფერი ამ ბიჭს ახასიათებს, ის ძალაინ მაგარია' - ლუჩანო სპალეტი 'ნაპოლის' ფეხბურთელზე საუბრობს
13-11-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

'ნაპოლის' მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ 'უდინეზესთან' (3:2) მოგებული შეხვედრის შემდეგ გუნდის ჩრდილოეთ მაკედონიელი შემტევი ელიფ ელმასი შეაქო, რომელმაც მარცხენა ფლანგზე ტრავმირებული ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა.

„ელმასი არაჩვეულებრივი ბიჭია, უბრალო და პროფესიონალი. ეს ყველაფერი ამ ბიჭს ახასიათებს. მან მშვენიერი გოლები გაიტანა და დღეს კვარაცხელიას მსგავსად ითამაშა. ასეთი თვისებების მქონე მოთამაშე მწვრთნელის საქმიანობას აიოლებს." – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩას ტრამვის დროს ელმასს უფრო მეტი დრო მიეცა თავის გამოსაჩენად, რაც შემტევმა სათანადოდ გამოიყენა - 23 წლის ფეხბურთელმა ჯერ 'ატალანტასთან' გამარჯვების გოლი გაიტანა, სერია A-ს მე-15 ტურში კი საგოლე გადაცემას გოლი დაუმატა. სულ კი მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 3 გოლი დაუგროვდა.

მოგახსნებთ იმასაც, რომ სერიაში A-ში სეზონი მსოფლიო ჩემპიონატის გამო 4 იანვრამდე შეჩერდა. იტალიის ჩემპიონატის ლიდერი კი პარტენოპეია, რომელიც 41 ქულით პირველ ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი