"მოიესმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, მანჩესტერი ხვიჩასთვის იბრძვის" - ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს » სპორტის ხაზი

"მოიესმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, მანჩესტერი ხვიჩასთვის იბრძვის" - ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს

"მოიესმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა, მანჩესტერი ხვიჩასთვის იბრძვის" - ბრიტანული გამოცემა ქართველზე წერს
13-11-2022, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც ბრიტანული გამოცემების ყურადღების ცენტრში ხვიჩა კვარაცხელია და მისი ფანტასტიკური თამაში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს ზედიზედ სამი ტური არ უთამაშია, მის შესახებ წერა და მსჯელობა მაინც არ წყდება. აი, რას წერს კვარაზე ბრიტანული Hammers.news:

"დევიდ მოიესმა და მისმა ვესთ ჰემმა უდიდესი შეცდომა დაუშვა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ყაზანის რუბინში მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაზე უარი თქვა. ახლა, როდესაც ლონდონის ჩელსი და მანჩესტერ იუნაიტედი ქართველის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებენ, მათ შორის 100 მილიონის გადასახდელადაც მზად არიან, ვესთ ჰემს შეეძლო, რომ ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე წლით ადრე გაეფორმებინა, თუმცა გუნდმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ხვიჩა კვარაცხელია ხელიდან დაუსხლტა." - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს მაროკოს წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, სადაც თამაშის შესაძლებლობა ხვიჩა კვარაცხელიასაც ექნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი