გიორგი კვერნაძე ხვიჩა კვარაცხელიას გზას ადგას | Areanapoli » სპორტის ხაზი

გიორგი კვერნაძე ხვიჩა კვარაცხელიას გზას ადგას | Areanapoli

გიორგი კვერნაძე ხვიჩა კვარაცხელიას გზას ადგას | Areanapoli
11-01-2023, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც გახსოვთ, იქამდე, სანამ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გადაბარგდებოდა, ის ბათუმის დინამოში თამაშობდა და ცოტა ხნით, თუმცა ქართველ გულშემატკივარს ეროვნული ლიგის თამაშებშიც ახალისებდა.

გეცოდინებათ ისიც, რომ გუშინ დინამო ბათუმმა მორიგი საინტერესო ტრანსფერი გაჩარხა, არჩილ ბერიძის გუნდმა გიორგი კვერნაძე გაიფორმა, რომელსაც იტალიური პრესა სულ უფრო და უფრო მზარდი ტემპებით უკავშირებს ხვიჩა კვარაცხელიას.

საგულისხმოა, რომ ერთ-ერთმა ნეაპოლურმა გამოცემამ, კერძოდ Areanapoli-მ გიორგი კვერნაძის ბათუმის დინამოში ტრანსფერი საინტერესო კუთხით წარმოაჩინა:

"ქართული საფეხბურთო მოძრაობა განვითარების გზას ადგას. ფაქტობრივად, ამ ქვეყნიდან არაერთი მოთამაშეა ევროპის წამყვან ჩემპიონატებში. თავად საქართველოში ორი კლუბი არსებობს, რომლებსაც დღევანდელობის შესაბამისად, ქართული ფეხბურთის ხერხემალს ვუწოდებთ, დინამო თბილისი და დინამო ბათუმი. მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში წასვლამდე ორივე კლუბში თამაშობდა. სხვათაშორის, ნაპოლის წარმომადგენლები უკვე სერიოზულად მუშაობენ მორიგი ქართველის, გიორგი კვერნაძის ტრანსფერზეც, რომელიც დინამო ბათუმმა ახლახანს გაიფორმა და ამ ბიჭს KK77-ის ფონი დადებით კონტექსტში წარმოაჩენს."

"გიორგი კვერნაძე არის მორიგი მოთამაშე, რომლის გვარშიც ასო კ ურევია, ისევე როგორც კვარაცხელიას და მაგალითად, კალიდუ კულიბალის შემთხვევაშია. ფაქტია, ნეაპოლელებს მსგავსი გვარის მქონე ფეხბურთელები ძალიან მოსწონთ."

"ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, კახა დგებუაძემ ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის გიორგი კვერნაძის შესახებ დამაიმედებლად წერს. მისი აზრით, თუ პროგრესი შესაბამისი ტემპებით გაგრძელდება, ლურჯმაისურიანთა კლუბში მორიგ ქართველს ვიხილავთ."
- წერს იტალიური გამოცემა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი