"ხვიჩა ფენომენია, თუმცა უფრო ეგოისტი უნდა გახდეს" | სალვატორე სირიგუ » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ფენომენია, თუმცა უფრო ეგოისტი უნდა გახდეს" | სალვატორე სირიგუ

"ხვიჩა ფენომენია, თუმცა უფრო ეგოისტი უნდა გახდეს" | სალვატორე სირიგუ
23-12-2022, 20:50
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის სათადარიგო მეკარემ, 35 წლის სალვატორე სირიგუმ ამჟამინდელი კლუბისა და მისი ქართველი ლეგიონერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. იტალიელმა კარის დარაჯმა აღნიშნა, რომ ხვიჩას გადამწყვეტ ფაზაში მეტი ეგოიზმის გამოჩენა მართებს:

"გუნდში კარგი გარემოა. ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ, თუმცა იტალიის ჩემპიონობასა და სატურნირო ცხრილს არ ვახსენებთ. ჩვენი წარმატების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ ძალიან შეკრულები ვართ როგორც ვარჯიშებზე, ისე თამაშებზე. ვისაც კი ნაპოლის მაისური აცვია, ყველა ბოლომდე იხარჯება. ვიქტორ ოსიმენის ფიზიკური მონაცემები არაამქვეყნიური და გიჟურია, ლოზანო კი ბურთთან ერთად ყველაფერს აკეთებს. რაც შეეხება ხვიჩას, ის უბრალოდ ფენომენია, თუმცა, ვფიქრობ, გადამწყვეტ ფაზაში მეტად ეგოისტი უნდა გახდეს, რათა შედეგები კიდევ უფრო გააუმჯობესოს." - თქვა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის სერია A-ს 4 იანვარს ინტერთან დაპირისპირებით გახსნის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი