გიორგი კვესელაძე ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა! » სპორტის ხაზი

გიორგი კვესელაძე ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა!

გიორგი კვესელაძე ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა!
21-12-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ბრიტანული კლუბის, კერძოდ გლოსტერის მორაგბე გიორგი კვესელაძე ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მორაგბის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში დიდი ანგარიშით დამარცხდა (0:57), თუმცა მიუხედავად ამისა, კვესელაძემ იმდენად კარგად ითამაშა, რომ ასეთი შედეგითაც კი მოხვდა სიმბოლურ ნაკრებში.

საქმე ისაა, რომ გიორგი კვესელაძეს 9 ბოჭვიდან 8 წარმატებული ჰქონდა. გარდა ამისა, ქართველ მორაგბეს 18 პასი მოუგროვდა, საიდანაც 4 ოფლოუდი გახლდათ. საქართველოს ნაკრების წევრმა მინდორზე 80 წუთი გაატარა და ამავე სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

გიორგი კვესელაძე ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი