მუნდიალის სიახლეს სერია A-შიც ვიხილავთ? | დეტალები » სპორტის ხაზი

მუნდიალის სიახლეს სერია A-შიც ვიხილავთ? | დეტალები

მუნდიალის სიახლეს სერია A-შიც ვიხილავთ? | დეტალები
25-11-2022, 13:25
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ჯერ ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე შეგვიძლია გამოვარჩიოთ ერთი ფაქტორი, რაც ამ მუნდიალს დანარჩენებისგან აუცილებლად ყოველთვის გამოარჩევს - ტაიმების ბოლოს დამატებული დროის აშკარა ზრდა.

მაგალითისთვის, ირანისა და ინგლისის შეხვედრას, რომელიც ბრიტანელებმა 2-6 მოიგეს, ჯამში 30 წუთამდე დაემატა, რის გამოც გუნდებმა, ფაქტობრივად, 4 ტაიმი ითამაშეს და შესაძლოა, რომ ეს ყველაფერი ამავე ნაკრებების ფიზიკურ კონდიციებზე შემდეგ თამაშებში აისახოს.

რასაკვირველია, გაჩნდა ბევრი კითხვა თუ მოსაზრება მსგავსი ცვლილებების შესახებ, რაზეც პასუხი ერთია - შემცირეს ე.წ არასათამაშო დრო, სადაც იგულისხმება, რომ ფეხბურთელების დროის ფუჭად გაყვანა ბევრ შემთხვევაში ანაზღაურებადი იქნება, მაგალითად: გოლის აღნიშვნით, სტანდარტულების დაგეგმვისა და შემდეგ მათი შესრულებით, ცვლილებებით, ტრავმის მიღებითა ან სიმულაციით მოთამაშეებს "დროის მოპარვა" შეუძლიათ, რის გამოც მუნდიალის მსაჯებს აქვთ დირექტივა, რომ ყველაფერი ზუსტად გაითვალისწინონ და დრო ადეკვატურად დაამატონ.

ცხადია, ბევრი გულშემატკივარი მსგავს ცვლილებას ვერ ეგუება და მათთვის ტაიმის ბოლოს დამატებული 10 წუთი სასაცილოდ ჟღერს. მიუხედავად ამისა, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ანალოგიურის გაკეთებას იტალიის სერია A-შიც აპირებენ, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს.

ამდენად, არის შანსი, რომ ამოწურული 90 წუთის შემდეგ, ქართველ ფეხბურთელს სტანდარტულად კიდევ დამატებით 8-10 წუთი ვუყუროთ ხოლმე, რაც, ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის სასიამოვნო იქნება. ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის გარდა, მსგავს ცვლილებებს სხვა წამყვან ტურნირებზეც განიხილავენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი