"ხვიჩას რონალდოს მსგავსი გავლენა აქვს" | ინტერის ყოფილი პრეზიდენტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩას რონალდოს მსგავსი გავლენა აქვს" | ინტერის ყოფილი პრეზიდენტი

"ხვიჩას რონალდოს მსგავსი გავლენა აქვს" | ინტერის ყოფილი პრეზიდენტი
3-01-2023, 13:27
Aa Aa
გაზიარება:

4 იანვარს იტალიის სერია A განახლდება, ნაპოლის და ინტერს კი პირდაპირ ერთმანეთთან მოუწევთ შეხვედრა. ალბათ, თქმაც არ უნდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ხვალინდელ დაპირისპირებას საჩემპიონო რბოლაში.

იქამდე, სანამ ეს მატჩი შედგება, Punto Nuovo-ს ეთერში ისაუბრა ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ისეთივე დამანგრეველი გავლენა აქვს თავის გუნდზე, როგორც რონალდოს ინტერში ჰქონდა:

"ხვიჩასა და რონალდოს ფენომენის შედარება? - ჩვენ ორი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, თუმცა ფაქტია, რომ კვარაცხელიასაც რონალდოსავით უდიდესი გავლენა აქვს თავისი გუნდის თამაშზე. როდესაც ხვიჩა აქ ჩამოვიდა, ის უცნობი ბიჭი იყო, კვარაცხელიას ბოლომდე წარმატებას ვუსურვებ. ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება, რომ ქართველის ტალანტმა ნაპოლის ჩემპიონობა განაპირობოს." - მასიმო მორატი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი