რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა,რომ მორაგბეთა ნაკრები მთავრმა მწვრთნელმა, ლევან მამისაშვილმა დატოვა.
ინფორმაციას რაგბის ოფიციალური საიტის სტატიიდან ვკითხულობთ, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:
მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ.-აცხადებს ლევან მამისაშვილი.
ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა იატორიაში პირველად დაამარცხა პირველი დონის ნაკრები და მსოფლიო ჩემპიონატზეც შევძელით გასვლა.