რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის ოფიციალურ გვერდზე საინტერესო და სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც სფფ-ის Facebook-გვერდზე ვკითხულობთ, 21 სექტემბრისთვის საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების მატჩი ჩაინიშნა.
საჩუქარი ფეხბურთის გულშემატკივარს. 21 სექტემბერს, 19 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და მილანის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება.