ბერძნული მედიის, კერძოდ Gentikoule-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი, ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ლიგაში გააგრძელებს.
როგორც იწერება, შენგელია ფეხბურთის თამაშს ბერძნულ ოფიში გააგრძელებს, რომელთანაც ქართველი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი ოფიციალურ დონეზე დღეს უნდა დადასტურდეს.
ცნობისთვის, ბოლო წლები შენგელიამ პანათოლიკოსში გაატარა, სადაც ქართველმა 51 შეხვედრა გამართა და 5 გოლი გაიტანა.