"დავითაშვილისა და ბაკვას ფლანგებმა არ იმუშავა" | Francebleu » სპორტის ხაზი

"დავითაშვილისა და ბაკვას ფლანგებმა არ იმუშავა" | Francebleu

"დავითაშვილისა და ბაკვას ფლანგებმა არ იმუშავა" | Francebleu
30-12-2022, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

ზურიკო დავითაშვილის ბორდომ 26 დეკემბერს შიდა ჩემპიონატი ლე ავრთან დაპირისპირებით განაახლა, სადაც ქართველი ფეხბურთელის გუნდი 1:0 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბორდოს არაეფექტურ თამაშს ფრანგული გვერდი, Francebleu გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ დავიდ გიონის არჩევანმა, ფლანგებზე დაეყენებინა ზურიკო დავითაშვილისა და დილან ბაკვას დუეტი, არ იმუშავა:

"ბორდომ ლე ავრთან ზურიკო დავითაშვილის, დილან ბაკვას, ჯოშ მაიასა და ალიუ ბაჯის კვარტეტით პირველად შეუტია, რამაც, ფაქტია, რომ არ იმუშავა. განსაკუთრებით ცუდი იყო ალიუს თამაში, რომელმაც დავითაშვილის პასის შემდეგ, თამაშგარე სიტუაციიდან გაიტანა. აგრეთვე, არც ბაკვას თამაში ვარგოდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დილანმა თანაგუნდელს პასი არასაკმარისი სიძლიერით გადააწოდა."

მატჩის შემდეგ, კომენტარი ბორდოს მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ ზურიკოსა და მის თანაგუნდელებს შესათამაშებლად დრო სჭირდებათ:

"მართალია, რომ ალიუს გოლი გააუქმეს, თუმცა მის შექმნაში ზურიკომ უდიდესი მონაწილეობა მიიღო. ამ ბიჭებს გუნდური ქიმიის შესაქმნელად დრო სჭირდებათ, რადგან მათ მხოლოდ მე-3 მატჩი ითამაშეს ერთად." - დავიდ გიონი.

შეგახსენებთ, რომ ბორდო ლიგა 2-ის მომდევნო შეხვედრას დღეს, 20:00 საათზე სოშოს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი