"კვარაცხელია იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებს" - The Times » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებს" - The Times

"კვარაცხელია იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძოლებს" - The Times
1-11-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

ბრიტანული გამოცემა The Times ნეაპოლური გუნდის წარმატებას ეხმაურება და წერს:

"სულ თავიდან, რა თქმა უნდა, არსებობდა კითხვები იმ ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც ნაპოლიმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიიყვანა. მაგალითად, ვინ იყო ხვიჩა კვარაცხელია, ან მისი სამხრეთ კორეელი თანაგუნდელი კიმ მინ ჯე? საბოლოოდ, ორივე ფეხბურთელმა გულშემატკივრებს პასუხი ძალიან ნათლად გასცეს, რადგან როგორც ხვიჩამ, ისე კიმმაც შეძლო თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგება. გარდა ამისა, ნაპოლის 21 წლის შემტევი თუ არსებულ სათამაშო ფორმას, მახვილგონიერებას, უზადო ტექნიკას დრიბლინგისას და შესანიშნავი პასის კულტურას შეინარჩუნებს, მაშინ იტალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგების პრეტენდენტიც გახდება."

"ნაპოლის გაუმართლა, რომ ბევრი მისი მოთამაშე მუნდიალზე არ ითამაშებს, რაც, რასაკვირველია, ტრავმებისთვის თავის არიდების იდეალური გზაა, თუმცა, ამავდროულად, მსოფლიოს ჩემპიონატის სირცხვილია, რომ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს ბავშვი, რომელსაც კვარადონას ეძახიან და მისი მსგავსი მოთამაშე ძალიან ცოტა თუ მოიძებნება." - წერს The Times.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება დღეს, 00:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი