"ხვიჩა საქართველოს ნაკრებშიც მეტად შედეგიანი იყო" - რუსული კლუბის ყოფილი დამრიგებელი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა საქართველოს ნაკრებშიც მეტად შედეგიანი იყო" - რუსული კლუბის ყოფილი დამრიგებელი

"ხვიჩა საქართველოს ნაკრებშიც მეტად შედეგიანი იყო" - რუსული კლუბის ყოფილი დამრიგებელი
29-09-2022, 19:15
Aa Aa
გაზიარება:

მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა თავკაცმა, იური სიომინმა რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრების შესახებ ილაპარაკა.

"ხვიჩა საქართველოს ნაკრებშიც მეტად შედეგიანი იყო და მან ისევ უმაღლესი დონე აჩვენა. კვარას უდიდესი პოტენციალი აქვს. ეროვნულ ნაკრებსა თუ კლუბში ჩატარებულ თითოეულ მატჩში ხვიჩა საუკეთესო შედეგს აჩვენებს. მისი ტალანტის დანახვა წარმოუდგენელი იყო," - განაცხადა იური სიომინმა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ქართველი შემტევის პირველი უცხოური კლუბი სწორედ მოსკოვის "ლოკომოტივი" გახლდათ. რუსული კლუბის რიგებში, ხვიჩამ 10 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი