ნაპოლი თავის ისტორიაში მე-3 სკუდეტოს უახლოვდება. ლუჩანო სპალეტის გუნდი იტალიის ჩემპიონატს 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 18 ქულით უსწრებს, სერია A-ს დასრულებამდე კი 14 ტურიღა რჩება.
როგორც La Reppublica წერს, ნეაპოლში უკვე ღრმად სწამთ, რომ მათი ქალაქის გუნდი იტალიის ჩემპიონატს დანამდვილებით მოიგებს, ამისთვის კი ქუჩებში წინასწარი სამზადისი უკვე დაწყებულია - იხილეთ ვიდეო.
ამავე საკითხის შესახებ Calcionapoli-მაც დაწერა, რომელიც ქალაქის საზეიმო აფეთქებას აანონსებს:
"დარწმუნებით ვამბობთ, რომ ქალაქი ნეაპოლი მალე სიხარულისგან აფეთქდება. ნაპოლის გულშემატკივრები უკვე სრულ მზადყოფნაში არიან, რომ ნანატრი ტიტული იზეიმონ." - დაწერა იტალიურმა ვებგვერდმა
შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას ლაციოს წინააღმდეგ გამართავს, ეს შეხვედრა 3 მარტსაა ჩანიშნული.