"ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით კი ბენზემამ", - დავიდ ალაბას პირველი კომენტარი ფიფას დაჯილდოების შემდეგ » სპორტის ხაზი

"ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით კი ბენზემამ", - დავიდ ალაბას პირველი კომენტარი ფიფას დაჯილდოების შემდეგ

"ეს ყველამ იცის, განსაკუთრებით კი ბენზემამ", - დავიდ ალაბას პირველი კომენტარი ფიფას დაჯილდოების შემდეგ
28-02-2023, 15:39
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, ავსტრიის ნაკრების კაპიტანმა დავიდ ალაბამ ფიფას საუკეთესო მოთამაშის ნომინაციაში ხმა პსჟ-ს ფორვარდს ლიონელ მესის მისცა და ის რეიტინგში თანაგუნდელ, კარიმ ბენზემაზე წინ დააყენა.

ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ალაბა სოციალურ ქსელში ბულინგის და რასიზმის მსხვერპლი გახდა - რეალ მადრიდის ქომაგთა ნაწილი 30 წლის მცველის გუნდიდან გაშვებას ითხოვდა.

ცოტა ხნის წინ კი ალაბამ სოციალურ ქსელში თავადვე გააკეთა განმარტება:

"ავსტრიის ნაკრებმა ფიფას ჯილდოზე ხმა ერთიანად მივეცით, მხოლოდ მე არ მიმიღია გადაწყვეტილება. გუნდის საბჭოში ყველას შეუძლია ხმის მიცემა და ჩვენც ასე გადავწყვიტეთ.

ყველამ იცის, განსაკუთრებით ბენზემამ, თუ რამდენად აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით.
ხშრად ვამბობდი, რომ ჩემთვის ის არის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი და ეჭვგარეშე, ეს ახლაც ასეა
", - წერს ალაბა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.