VIDEO: "არასდროს არავისში გაგცვლით" | კაპიტანმა გასახდელში თავისი სიტყვა თქვა » სპორტის ხაზი

VIDEO: "არასდროს არავისში გაგცვლით" | კაპიტანმა გასახდელში თავისი სიტყვა თქვა

VIDEO: "არასდროს არავისში გაგცვლით" | კაპიტანმა გასახდელში თავისი სიტყვა თქვა
27-02-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა, მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაკრების წევრები ილიას ზუროსის დარიგებებს ისმენენ.

ამავე ვიდეოში არის მცირე მონაკვეთი, რომელშიც თორნიკე შენგელია თანაგუნდელებსა და მთლიან შემადგენლობას ინგლისურად მიმართავს, გთავაზობთ კაპიტნის სიტყვების თარგმანს (+Video):

"ყოველთვის გენიალურია, როდესაც წარმატებას აღწევ, მაგრამ არაფერია იმაზე მაგარი, როდესაც ამას შენს ძმებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აკეთებ."

"თუ ოდესმე მექნებოდა შანსი, რომ რომელიმე თქვენგანი ვინმეში გამეცვალა, ამას არასდროს გავაკეთებდი, არცერთი თქვენგანის მიმართებით. მე ძალიან, ძალიან ვამაყობ თქვენით ბიჭებო."

"მიუხედავად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისა, ჩვენ საქმე არ დაგვისრულებია. ამ ტურნირზე შემთხვევით არ გავსულვართ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ, რადგან ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ვშრომობდით. დღეიდან რაც არ უნდა გააკეთოთ, ყოველთვის გქონდეთ გონებაში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლისთვისაც ერთ დღეში არ მიგვიღწევია, ეს დიდი გარჯის შედეგია, გილოცავთ ბიჭებო!"
- თქვა თორნიკე შენგელიამ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი