'პირველ სეზონში არავის უთამაშია ისე მაგრად, როგორც კვარაცხელიას' - SKY Italia ქართველის შესახებ » სპორტის ხაზი

'პირველ სეზონში არავის უთამაშია ისე მაგრად, როგორც კვარაცხელიას' - SKY Italia ქართველის შესახებ

'პირველ სეზონში არავის უთამაშია ისე მაგრად, როგორც კვარაცხელიას' - SKY Italia ქართველის შესახებ
15-12-2022, 22:26
Aa Aa
გაზიარება:

Sky Italia-მ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია 'ნაპოლის' პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის საუკეთესო შენაძენად დაასახელა და განაცხადა, რომ სადებიუტო სეზონში ხვიჩაზე კარგად ნეაპოლელთა არცერთ ახალწვეულს არ უასპარეზია.

"ქართველი ფეხბურთელი ნაპოლის ნამდვილ აღმოჩენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ში ბოლო 3 მატჩი გამოტოვა, პარტენოპეის მაისურით უკვე 8 გოლი და 10 საგოლე პასი აქვს და რაც მთავარია, ფანტასტიკურად თამაშობს. ხვიჩას ასეთი თამაში გვარწმუნებს, რომ ის დე ლაურენტისის საუკეთესო შენაძენია მას მერე, რაც აურელიო გუნდის პრეზიდენტი გახდა.

პირველ სეზონში არავის უთამაშია ისე მაგრად, როგორც კვარაცხელიას. მათ შორის, ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც დროს მერტენსი, გონსალო იგუაინი და ედინსონ კავანი იყვნენ.


'პირველ სეზონში არავის უთამაშია ისე მაგრად, როგორც კვარაცხელიას' - SKY Italia ქართველის შესახებ

ქართველმა საფეხბურთო სამყაროს თავი მალევე გააცნო

ცხადია, არიან ისინი, ვინც კვარაცხელია თურქეთში ჩატარებული ამხანაგური მატჩებისთვის გააკრიტიკა. მართლაც, ქართველი ფეხბურთელი ძველებურად ფეთქებადი მართლაც არ ყოფილა, თუმცა, მან ახლახანს მოირჩინა ტრავმა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მაქსიმალურად არ იხარჯებოდა და თავს უფრთხილდებოდა. " - ვკითხულობთ Sky Italia-ს მიერ გამოქვეყენებულ სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი პარტენოპეის სეზონის წინ 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის რიგებში მნიშვნელოვანი ადგილიც დაიმკვირდა.

სეზონის პირველ ნახევარში შემტევმა 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიიწერა - გაიტანა პირველი გოლი სერია A-ში, გაიტანა პირველი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი