"დაგინახე და გაგამხნევე კიდეც" | პელემ ნეიმარს მიმართა » სპორტის ხაზი

"დაგინახე და გაგამხნევე კიდეც" | პელემ ნეიმარს მიმართა

"დაგინახე და გაგამხნევე კიდეც" | პელემ ნეიმარს მიმართა
10-12-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბრაზილიისა და ხორვატიის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, ნეიმარმა ულამაზესი გოლი გაიტანა, რომლითაც ის ბრაზილიის ყველა დროის ბომბარდირ პელეს 77-ე გოლით გაუთანაბრდა.

ცხადია, ამ ფაქტს თავად მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაც გამოეხმაურა, რომელმაც ნეიმარს სოციალურ ქსელში შემდეგი რამ მისწერა: "ამ დროის განმავლობაში ვხედავდი თუ როგორ იზრდებოდი და იხვეწებოდი, ჩემგან გამხნევებაც გქონდა. ბოლოს კი, მსურს, მოგილოცო ნაკრებში ჩემთან გათანაბრება."

"ჩემი რეკორდი ბრაზილიაში 50 წლის განმავლობაში ვერავინ დაამხო, შენ კი ამის გაკეთება მაინც შეძელი. ეს ყველაფერი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დიდ მიღწევასთან გვაქვს საქმე შენი მხრიდან." - უთხრა პელემ ნეიმარს.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის ფავორიტად აღიარებული ბრაზილიის ნაკრები ტურნირიდან 1/4 ფინალში ხორვატიის ნაკრებთან პენალტების სერიის წაგების შემდეგ გავარდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი