ვალტერ საბატინი : 'რა ღირს კვარაცხელია, არაფერი რადგან...' » სპორტის ხაზი

ვალტერ საბატინი : 'რა ღირს კვარაცხელია, არაფერი რადგან...'

ვალტერ საბატინი : 'რა ღირს კვარაცხელია, არაფერი რადგან...'
15-12-2022, 19:46
Aa Aa
გაზიარება:

'რომას', 'ლაციოს', 'პალერმოს', 'ინტერისა' და სხვა იტალიური გუნდების სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინმა ხვიჩა კვარაცხელიაზე და ლევან მჭედლიძეზე ისაუბრა.

"კვარა ფეხბურთისთვის უცხო ტერიტორიიდან მოდის. ადვილია ფეხბურთელი არგენტინიდან ან ბრაზილიიდან წამოიყვანო, მაგრამ საქართველოდან სარისკოა. მე დავიმატე წლების წინ მოთამაშე საქართველოდან, ლევან მჭედლიძე. ძალიან ძლიერი, მაგრამ ცოტა სულელი. ტურინში იუვენტუსს გაუტანა პალერმოში დებიუტისას და ის თამაში მოვიგეთ. კვარა ლოკომოტივია, რევოლუციონერია.

რა ღირს ის? არაფერი, რადგან მას არ გაყიდიან. კიმმაც ძალიან გამაოცა. საერთო ჯამში, “ნაპოლის” სატრანსფერო ფანჯარა მშვენიერი გამოვიდა. ბრძნული და გაბედული გადაწყვეტილებები მიიღეს" – განაცხადა საბატინიმ.


გეტყვით იმასაც, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევები, როდესაც საბატინი ლევან მჭედლიძეს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა.

რაც შეეხება ხვიჩას, ის ყველა საფეხბურთო სამყაროშო ჩართული პირის სასაუბრო თემაა. 21 წლის შემტევის მონაგარი, 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა ბევრი რამის მთქმელია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.