გიორგის სტაბილურობა უფასდება | საქმეში იტალიური გრანდი ერთვება? » სპორტის ხაზი

გიორგის სტაბილურობა უფასდება | საქმეში იტალიური გრანდი ერთვება?

გიორგის სტაბილურობა უფასდება | საქმეში იტალიური გრანდი ერთვება?
20-10-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიური გაზეთი La Gazzetta dello Sport წერს, რომ ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრას, კერძოდ "სევვილია" - "ვალენსიას" ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორის, ფედერიკო კერუბინის ასისტენი გიორგი მამარდაშვილის ფაქტორის გამო დაესწრო. აღსანიშნავია, რომ იტალიური გაზეთის ერთ-ერთი ბოლო გამოშვების პირველივე გვერდზე როგორც ხვიჩა კვარაცხელია, ისე გიორგი მამარდაშვილი ერთდროულად მოხვდნენ.

გიორგის სტაბილურობა უფასდება | საქმეში იტალიური გრანდი ერთვება?


მიზეზი, თუ რატომ დაესწრო კერუბინის ასისტენტი "რამოს სანჩეს პისხუანზე" გამართულ შეხვედრას ისაა, რომ ტურინული გუნდი ვოიცეხ შესნის ჩანაცვლებას და კარგი მეკარის შეძენას აპირებს, სადაც, როგორც ჩანს, გიორგი მამარდაშვილი "კრემონეზეს" მეკარესთან, მარკო კარნეზაკისთან ერთად ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილს "ღამურებთან" დადებული კონტრაქტი 2027 წელს უმთავრდება და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონს შეადგენს. იმის გათვალისწინებით, თუ რა დამაჯერებლობითა და სტაბილურობით გამოდის ქართველი მეკარე, მართლაც დიდი შანსია, რომ უახლოეს მომავალში გიორგი კიდევ უფრო დიდ და ისტორიულ კლუბში ვიხილოთ, თუნდაც ისეთში, როგორიც ტურინის "იუვენტუსია".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი