"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" მასში 100 მილიონ ფუნტს იხდიან | ვინ არის სამიზნე? » სპორტის ხაზი

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" მასში 100 მილიონ ფუნტს იხდიან | ვინ არის სამიზნე?

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" მასში 100 მილიონ ფუნტს იხდიან | ვინ არის სამიზნე?
19-10-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

უკანასკნელი ინფორმაციით, იურგენ კლოპი და ერიკ ტენ ჰაგი "მილანის" ვარსკვლავით, რაფაელ ლეაოს შეძენით არიან დაინტერესებულნი და როგორც იწერება, ორივე კლუბი სერიოზულად ფიქრობს თავდასხმის გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი გარემარბი ბოლო ორი სეზონია ბრწყინვალედ გამოიყურება. რაფაელ ლეაომ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 11 გოლი გაიტანა, რასაც 10 საგოლე გადაცემაც დაურთო. გარდა ამისა, "მილანის" მე-17 ნომერს წლევანდელ სეზონში უკვე 4 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს, რამაც, ლოგიკურია, რომ მსოფლიო გრანდების ყურადღება მიიქცია, "როსონერის" კი მის შენარჩუნებაზე ფიქრი მოუწევს.

ლისაბონის "სპორტინგის" ყოფილმა მწვრთნელმა, ტიაგო ფერნანდესმა თქვა: "ლეაოს კრიშტიანუ რონალდუს ძალა აქვს. მას შეუძლია, რომ მატჩები მარტომ მოიგოს. ასევე, ლეაო მისი სისწრაფით და ტექნიკით ფენომენს მახსენებს. ის ამჟამინდელ თამაშებში გვაჩვენებს, თუ რა შედეგის მიღწევა შეუძლია თავისი ფეთქებადობით. მილანის დიდებამდე მიყვანა ისაა, რაც რაფაელს ნამდვილად შეუძლია".

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ლეაოს "მილანთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი