კვარაცხელიამ მსოფლიო აალაპარაკა - ქართველის დამატება ესპანურ კლუბს სურს » სპორტის ხაზი

კვარაცხელიამ მსოფლიო აალაპარაკა - ქართველის დამატება ესპანურ კლუბს სურს

კვარაცხელიამ მსოფლიო აალაპარაკა - ქართველის დამატება ესპანურ კლუბს სურს
18-10-2022, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

სეზონის იდეალურად დაწყების შემდეგ, ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ევროპული მედია აქტიურად საუბრობს.

ამჯერად, onefootball - ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს და ციტირებს, რომ 21 წლის შემტევის დამატებით მადრიდის "ატლეტიკო" ინტერესდება. ჟოაო ფელიქს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჩოლო სიმეონესთან უთანხმოება აქვს და პორტუგალიელს კლუბის დატოვება მალევე სურს.

"როხიბლანკოს" ინტერესს იტალიური მედიაც ადასტურებს და ამბობს, რომ "ატლეტიკო" მიზნის მისაღწევად მზად არის საკმაოდ რთულ კონკურენციაში შევიდეს.

მოგეხსენებათ, რომ ქართველის სახელი და გვარი ფლორენტინო პერესის სატრანსფერო სიაში უკვე ფიგურირებს. "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის დამატებით ასევე "ჩელსი" და "ბაიერნიც" ინტერესდება.

კვარაცხელიამ მსოფლიო აალაპარაკა - ქართველის დამატება ესპანურ კლუბს სურს


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი