"ლივერპული" 100 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდას აპირებს | ვისი შეძენა სურს კლოპს? » სპორტის ხაზი

"ლივერპული" 100 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდას აპირებს | ვისი შეძენა სურს კლოპს?

"ლივერპული" 100 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდას აპირებს | ვისი შეძენა სურს კლოპს?
17-10-2022, 21:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ლივერპულმა" დარვინ ნუნიესი 65 მილიონ ფუნტად გაიფორმა, რაც შესაძლოა, რომ სარეკორდო თანხამდე, კერძოდ 85 მილიონამდეც კი ავიდეს იმ შემთხვევაში, თუ ტრანსფერის ყველა პუნტქი ბოლომდე შესრულდება. გარდა ურუგვაელისა, კლოპის გუნდმა არტურ მელო, ფაბიო კარვალიო და კალვინ რემზიც დაიმატა, თუმცა გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ მათი გუნდი გაძლიერებას კვლავ საჭიროებს.

როგორც პორტუგალიური O Jogo წერს, მერსესაიდელები "ბენფიკას" ორი ტალანტით არიან დაინტერესებულნი. პირველი ფლორენტინო ლუისია, რომელთანაც "ლივერპულმა" პირველადი კონტაქტი უკვე დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ფლორენტინომ "ბენფიკასთან" კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ეს არ აბრკოლებს კლოპის სურვილს, რომ მასში 100 მილიონ ფუნტზე მეტი გადაიხადოს.

"ლივერპული" 100 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდას აპირებს | ვისი შეძენა სურს კლოპს?


აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ლივერპული" ფლორენტინოს თანაგუნდელით, არგენტინელი ენცო ფერნანდესითაცაა დაინტერესებული, რომლის შეძენის შემთხვევაშიც, მერსესაიდელებს კვლავ 100 მილიონ ფუნტზე მეტის გადახდა მოუწევთ.



როგორც ჩანს, "ლივერპული" ტრავმიანობის ფონზე, ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს, სადაც როგორც ფლორენტინო ლუისი, ისე ენცო ფერნანდესი მოიაზრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი