"გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს", - დავით გორგილაძე კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს", - დავით გორგილაძე კვარაცხელიაზე

"გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს", - დავით გორგილაძე კვარაცხელიაზე
17-10-2022, 17:09
Aa Aa
გაზიარება:

ტელეწამყვანი დავით გორგილაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ნაკრების და ნაპოლის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს:

"მე თუ მკითხავთ:

გმირი ვერ გახდება ფეხბურთელი მხოლოდ იმის გამო, რომ გოლები გააქვს, კარგ პასს იძლევა და ლამაზად აგორავებს ბურთს. ამაში კი ხელფასს იღებს. ის უბრალოდ კარგი ფეხბურთელია და პლუს ამას თუ კარგი ადამიანიცაა, ღმერთმა გაუმარჯოს.

აი, გმირია ადამინი, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვას სიცოცხლეს აჩუქებს ან შეეცდება მაინც.

კიდევ სხვა ვიღაცებიც არიან გმირები. მაგალითად მარტოხელა მშობლები, მთელი დღე ქანცგაწყვეტილები რომ არიან შრომით და შინ მიბრუნებულები შვილთან თამაშის ძალას გამონახავენ. თან ისე, რომ დაღლილობას არ აგრძნობინებენ ბავშვს.

დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი.

ნუ ავკიდებთ გმირის მძიმე იარლიყს მას, ვინც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს ანაზღაურების სანაცვლოდ და ამას აკეთებს კარგად.
და, კიდევ ერთი: გმირობა ფულში არ ხურდავდება. მითუფრო მაშინ, როცა ადამიანს ეს არ უთხოვია.

არათუ არ ხურდავდება, უფასურდება კიდეც
", - წერს დავით გორგილაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი