ლა ლიგას "ჟირონას" სახით მოულოდნელი ლიდერი ჰყავს, რომელსაც მადრიდის "რეალი" მინიმალური სხვაობით ჩამორჩება და ეს გუნდები ერთმანეთს,სულ მალე, 30 სექტემბერს დაუპირისპირდებიან. მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ სატურნირო მდგომარეობაზე ისაუბრა:
"ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმას, რასაც სატურნირო ცხრილი ამბობს. პირველ შეხვედრებში "ჟირონას" სხვა გუნდებზე უკეთესი შედეგი აქვს. ამას პატივისცემით ვეკიდებით. "ჟირონას" ბრძოლის უნარი გააჩნია.
მათ სერიოზული უპირატესობა აქვთ - გუნდი ევროთასებზე არ მონაწილეობს, ამიტომ მატჩებისთვის კარგად ემზადება.
ყველაზე მეტად გუნდებზე გავლენას ნაკრებების თამაშები ახდენს. გვაქვს ტრავმები და დაღლილობა" - განაცხადა იტალიელმა.