ქართველმა მწერალმა, დათო ტურაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ კვარა ახლა დიეგო მარადონაზე მეტია:
იმ ქალაქში, სადაც მარადონას ტაძარია, სადაც მარადონა ყველგან არის და ღმერთია, მარადონაზე უფრო მეტი არის დღეს კვარაცხელია.
ბოდიში დიეგოს სულთან, მაგრამ ეს ასეა. ყველაფრისადმი ჩნდება ინტერესი, რაც კი არის საქართველოსთან დაკავშირებული.
რამხელა სიხარულია, უბრალოდ, გუშინ რექტორს შევხვდი, სიტყვა-სიტყვით გავიმერეობ, რაც თქვა:რასაც დამავალებ, რასაც მიბრძანებთ, მთხოვთ, ყველაფერს გავაკეთებ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნისთვის განათლების მიმართულებით. ეს თქვა მსოფლიოს უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტის რექტორმა. კვარა დღესასწაულია.
- თქვა ტურაშვილმა.