მოგეხსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად, ძლიერი წვიმის ფონზე შოტლანდიასთან დამარცხდა.
ანგარიში მე-6 წუთზე კალუმ მაკგრეგორმა გახსნა, რასაც სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძეც გამოეხმაურა.
"ეს მაკგრეგორი ვინ ჯანდაბაა? მეც მათამაშეთ ნაკრებში", - წერს ჭიკაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მებრძოლი ირლანდიელი კონორ მაკგრეგორია.