ევროპის TOP 5 ლიგა | ხვიჩა კვარაცხელია Opta-ს სიმბოლურ XI-ში მოხვდა » სპორტის ხაზი

ევროპის TOP 5 ლიგა | ხვიჩა კვარაცხელია Opta-ს სიმბოლურ XI-ში მოხვდა

ევროპის TOP 5 ლიგა | ხვიჩა კვარაცხელია Opta-ს სიმბოლურ XI-ში მოხვდა
7-06-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა მიმდინარე სეზონში ევროპის TOP 5 ლიგის წლის საუკეთესო XI Opta-მ, ანალიტიკურმა და სტატისტიკურმა გამოცემამ, რომელმაც თერთმეტეულში ხვიჩა კვარაცხელიაც მოახვედრა:

"ამ სეზონის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტის შესახებ თუ არაფერი იცოდით, თქვენ დამნაშავე სულაც არ ხართ, რადგან ის რუსეთის ჩემპიონატში თამაშობდა, შემდეგ კი თავის სამშობლოში, დინამო ბათუმში დაბრუნდა."

"2022/2023 წლების სეზონის სტარტზე ჩვენ შევადგინეთ სია 50 ფეხბურთელისგან, რომლებსაც უნდა დაკვირვებოდით. ამ სიაში ხვიჩა კვარაცხელია კუთვნილ ადგილს იკავებდა და ამაყები ვართ, რომ ჩვენი ვარაუდი გამართლდა, ის ევროპის ახალი აღმოჩენა გახდა."

"12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით კვარაცხელია გახდა პირველი ფეხბურთელი ვერდერის მოთამაშე დიეგოს შემდეგ, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველივე სეზონში ორნიშნა რაოდენობის გოლი და საგოლე პასი მიითვალა, ეს ბოლოს 2006/2007 წლების სეზონში სწორედ დიეგოს შესრულებით ვიხილეთ."

"კვარაცხელია მთელი სერია A-ს განმავლობაში მოწინააღმდეგე გუნდების მცველებისთვის ნამდვილი მუქარა იყო. მხოლოდ რაფაელ ლეაომ შეასრულა ქართველზე მეტი წარმატებული დრიბლინგი (79-76). გარდა ამისა, ხვიჩამ ამ სეზონში იტალიაში ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნა."
- წერს გამოცემა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი