“ნაპოლი” იტალიის ჩემპიონობას უახლოვდება. ქალაქში საზეიმო განწყობაა. გუნდს 1 ქულა აშორებს, რათა სკუდეტოს მოგება ოფიციალურად იზეიმოს.
მთელი ნეაპოლი საზეიმოდ მორთულია. ქალაქს ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად საქართველოს დროშა ამშვენებს. ფოტო “ნაპოლის” ოფიციალურ სოციალურ ქსელში გავრცელდა.