"ევერტონმა" ხელიდან ერლინგ ჰოლანდის 5 მილიონ ფუნტად შეძენის შანსი გაუშვა » სპორტის ხაზი

"ევერტონმა" ხელიდან ერლინგ ჰოლანდის 5 მილიონ ფუნტად შეძენის შანსი გაუშვა

"ევერტონმა" ხელიდან ერლინგ ჰოლანდის 5 მილიონ ფუნტად შეძენის შანსი გაუშვა
3-10-2022, 18:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ერლინგ ჰოლანდი "დორტმუნდიდან" "მანჩესტერ სიტიში"" 51 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ევერტონს" ნორვეგიელის ყიდვა აღნიშნული ფასის მეხუთედად შეეძლო მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო.

როგორც ირკვევა, მერსესაიდელები თვლიდნენ, რომ ნორვეგიელში 5 მილიონი ძალიან დიდი თანხა იყო მიუხედავად იმ სატრანსფერო აქტივობისა, რასაც ბოლო წლებში ინგლისური კლუბები ერთბაშად აფიქსირებენ. გარდა ამისა, "ევერტონში" მიაჩნდათ, რომ ჰოლანდის შეძენის შემთხვევაში, ის "ევერტონის" U23-ში ითამაშებდა, რაც საბოლოოდ კლუბისთვის ნაკლებად მისაღები აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდს "მანჩესტერ სიტის" მაისურით უკვე 17 გოლი დაუგროვდა, რის ფონზეც ჯონ ტერიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა: "შესაძლოა, ერლინგ ჰოლანდი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი